ბლოგი,ვლოგი და ქართული რეალობა..
სად ვცხოვრობთ ჩვენ? უფრო ზუსტად,რა არის ჩვენი ეპოქის დიდი გამოწვევა?
XXI საუკუნეში გაზრდილმა ტექნოლოგიებმა,გლობალიზაციამ და სოციალური ქსელების მეშვეობით წაშლილმა საზღვრებმა დადებითთან ერთად,ბევრი უარყოფითიც მოიტანეს. თუმცა, გააჩნია ვისი თვალით შევხედავთ. მაგალითად, თუ ადრე ძალაუფლება მარტო სამეფო ოჯახის ან არჩეული ხელისუფლების პრეროგატივა იყო და მხოლოდ მათზე იყო საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაცა და მიმართულებაც,ახლა ნებისმიერ მოაზროვნე, ინტერესიან და აქტიურ მომხმარებელს ნოუთბუქით და ინტერნეტთთან წვდომით შეუძლია არა მარტო გახდეს პოპულარული და ხალხი აიძულოს, მის აზრს უსმინონ,არამედ შეუძლია თავისი რესურსები კონკრეტული ამბის,საქმის პროპაგანდის ან ანტი-პროპაგანდისათვის გამოიყენოს. როგორც წესი,ოფიცილურ ხელისუფლებას არად მოუდის თვალში მის მიერ არაკონტროლირებადი რესურსები,რომელზედაც წვდომას ვერც აკრძალავს და ვერც დაუშლის ვინმეს,მითუმეტეს თუ საქმე დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებულ ბლოგერს ეხება,რომელსაც სიტყვის თავისუფლების სათავისოდ გამოყენების ყველანაირი უფლება აქვს.ეს კი არა ერთ,არამედ ბევრ პრობლემას უქმნის სხვადასხვა ორგანოებს. მაგალითად, ბლოგერს თავისუფლად შეუძლია წეროს ქვეყანაში არსებულ განუკითხაობაზე. ყველას ,ვინც მისი რესურსის მომხმარებელია, აუცილებლად გაუჩნდება პროტესტი არსებულ რეალობაზე და გაუცემელ შეკითვებზე პასუხების მოთხოვნას დაიწყებს,რამაც შესაძლოა არასასურველი არეულობაც კი გამოიწვიოს.თავისუფალი ბლოგერი შეგვიძლია თვითდასაქმებული ჟურნალისტის რანგში გავიყვანოთ (თუმცა,ზოგიერთი ჟურნალისტიც ეწევა ბლოგერულ საქმიანობას).ამ კრიტერიუმებით,მაგალითად რუსეთში ბლოგერი და ვლოგერი,რომელის რესურსსაც 3000ზე მეტი ნახვა აქვს,ვალდებულია დარეგისტრირდეს შესაბამის ბაზაში,რათა მასზე განხორციელდეს კონტროლი.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველ დღე დაწერილი ბლოგების რაოდენობის დათვლა რომ დავიწყოთ, ალბათ ამისთვის საკმაოდ დიდი დრო წაგვივა,რადგან მათი რაოდენობა ყოველწამიერად იცვლება. ბლოგთან ერთად ძალიან საინტერესოა ვლოგიც,რომელიც პოპულარული წყაროა youtube-ზე თუ სხვა ლაივსტრიმებზე და არა მხოლოდ წაკითხვის,არამედ დანახვის საშუალებასაც გვაძლევს. ვიზუალიზაცია კი აღქმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და აქედან შეიძლება დავასკვნათ,რომ ვლოგინგმა ბოლო პერიოდში ბლოგინგს პოპულარობით გადაასწრო.
როცა ბლოგერებზე ვსაუბრობთ, შეგვიძლია განვიხილოთ ეს თემა ლოკალურ და გლობალურ დონეზე. მას შემდეგ ,რაც ახალ-ახალი სოციალური პლატფორმები ჩნდება,როგორიც არის დავუშვათ ტვიტერი,რომლის მოხმარებას არ სჭირდება დიდი წვალება, მომხმარებელთა გარკევულმა ნაწილმა,რომელიც ბლოგებს თავიანთი აზრების და ნაფიქრების საზიარებლად იყენებდნენ, მსგავს სივრცეებში გადაინაცვლეს და აქტიურ ბლოგერობას შეეშვნენ. ნაწილმა ზემოთ ნახსენები ვლოგერობის ფუნქცია ამჯობინა წერას და გაზიარებას.. დარჩა გარკვეული კატეგორია,რომელიც ვორდპრესზე ,ბლოგერზე თუ სხვა მსგავს პლატფორმებზე ისევ აგრძელებს მოღვაწეობას.
მოდი ვისაუბროთ საქართველოზე.. საქართველოში ბლოგერობა პოპულარობა ზენიტში 2008 -დან დაახლოებით 2015 წლამდე იყო. ბლოგერები პოსტავდნენ ,აკომენტარებდნენ ერთმანეთის პოსტებზე და შემდგომ ამ ყველაფერს განიხილავდნენ მეორე პლატფორმაზე "თბილისის ფორუმზე",საიდანაც იგებდნენ კიდეც სხვა ბლოგერების არსებობის შესახებ. ოდესღაც ძალიან ცნობილი ბლოგერების საიტებს თუ ეწვევით,აღმოაჩენთ რომ ბოლო პოსტები ზუსტად ზემოთ მითითებულ პერიოდებში აქვთ დაწერილი. ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა საქმიანობის სფერო შეიცვალა,ზოგმა ახალი ჰობი იპოვა, შეიძლება ვიღაცას მობეზრდა კიდევაც,მაგრამ ფაქტია,რომ საქართველოში დღეს არც ბლოგერობა და არც ვლოგერობა იმ დონეზე არ დგას,როგორც ეს ევროპის და ამერიკის მრავალ ქვეყანაშია ,სადაც მათ არა მარტო აქვთ გავლენა,არამედ მათ სიტყვას შეუძლია შეცვალოს რელობა. დღეს საქართველოში ვლოგერიც და ბლოგერიც უფრო მოდასთან და გასართობ ბიზნესთან ასოცირდება და არა დავუშვათ,სოციალური თემატიკით დაინტერესებულ მკვლევარ არაფორმალურ ჟურნალისტთან. სხვათაშორის,დიდი კვლევა-ძიება არ დაგჭირდებათ,თუ მოდის სფეროს შეეხებით. აქ აშკარად ორი( ან მეტი ,მაგრამ მე ამათზე შევჩერდი) გამორჩეული ბლოგერი მოგხვდებათ თვალში,რომელთაც ჩემი ყურადღება მიიქციეს :
1)http://wardrobemistress.blogspot.com/p/press_11.html
ნატუკა ქარქაშაძე-ჟურნალისტი/სტილისტი და მოდის სფეროს აქტივისტი,რომელსაც არა მარტო საინტერესო,არამედ ძალიან ესთეტიური და მიმზიდველი ბლოგი აქვს მოდის თემასთან დაკავშირებით.
2)http://www.anobanooo.com/
ანანო დოლაბერძე,რომელიც ასევე არის ბლოგერი,რედაქტორი და თბილისი ფეშენ ვიქის ბორდის წევრი.
ცოტა სოციალური თემები, ბევრი ზოგადი და ბევრი კონკრეტულიც შეიძლება შეგხვდეთ "ზარმაცი გოგოს " ბლოგზე
3) https://agatako.wordpress.com/

შემდეგი ბლოგი ცოტა ძველია,2015 წელს სჩანს ბოლო აქტივობა,მაგრამ აქ იმიტომ დავამატებ,რომ ძალიან საინტერესოა,როგორც მხატვრული თემების ,ისე კინემატოგრაფიი განხილვის კუთხითაც..მაშ ასე, "სამარხვო ბლოგი"
ლაშა მესხის ბლოგი"სუპერგმირის ჩანაწერები",რომელიც ასევე 2016 წლამდე იყო ძალიან აქტიური, ფაქტიურად მთლიანად სოციალურ და პოლიტიკურ თემაზე არის ორიენტირებული ,რაც ალბათ თავად ბლოგის პატრონის პროფესიით აიხსნება-ჟურნალისტი. თუმცა,ერთხმად ასაღიარებელია,რომ ეს ბლოგი ძალიან საინტერესოა ბევრი თვალსაზრისით.
რაც შეეხება ქართველ ვლოგერებს.
1) გიორგი დანელია, რომელსაც 25 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს იუთუბზე და სხვადასხვა თემებს ეხება თავის ვიდეობში-დაწყებული ტექნიკის განხილვით, დამთავრებული სხვადასხვა დასასვენებელი კურორტის შეფასებით
ეკუნა ყანჩაველი,რომელმაც ჯერ სასაცილო ვლოგებით და ვაინებით დაიწყო მოღვაწეობა და შემდეგ ესტრადაზე გადაინაცვლა .https://www.youtube.com/channel/UC0BblAE3Hd4SRUHonC48anA . მის მეორე ჩენელს იუთუბზე ,სადაც მუსიკალური პროდუქცია აქვს განთავსებული 27 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ბიუთი - ვლოგერი თაკო საზინა,რომელიც ძალიან პოპულარულია და 24 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. ის სილამაზის პროდუქტების განხილვას ახდენს და რჩევებს იძლევა მაკიაჟთან დაკავშირებით.
4) გიორგი სარიშვილის ბლოგი,რომელიც თემატურად მარტო ავტომობილებს ეხება. https://www.youtube.com/channel/UCtJyo-l0J27sdb6NOPDRQ0w
5) https://www.youtube.com/channel/UCIqAJTpEBro_7CiiB5m_g_g გაგეცინებათ და მგონი ყველა ქართველ ვლოგერზე,ერთად აღებულზე მეტი გამომწერი არასრულწლოვან ემილიას არხს ჰყავს,რომელიც პრინციპში ვლოგია-რელური შოუს ელემენტებით. მას 319 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს ,რაც სკოლამდელი ასაკის ბავშვის ვლოგისთვის რეკორდულად დიდი რიცხვია . ერთი დანამდვილებით შეიძლება ითქვას,რამდენადაც ბავშვები არიან დამოკიდებული ამ ჩენელზე,იმდენად ვერ იტანენ უფროსები.
შესაძლოა , მე ვერ ვხედავ სრულ სურათს.შეიძლება, ქართველი ბლოგერები უფრო აქტიურები არიან ,ვიდრე ეს ერთი ჩვეულებრივი მოკვდავის გადასახეიდადნ ჩანს,მაგრამ მე მაინც ვიმედოვნებ,რომ დროთა განმავლობაში ეს პლატფორმა მეტ ინტერესს გამოიწვევს და უფრო მიმზიდველი იქნება,როგორც მაშინ,როდესაც ახალი ხილი იყო და მასიურად "ისინჯებოდა".
საინტერესო სტატიაა
ReplyDelete